STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

თბილისის ლიგა 1-ს ახალი ლიდერი ჰყავს - სნეპ პრემიუმის წაუგებელი სერია გრძელდება

 

16-17 აპრილს თბილისის ლიგა 1- ის და ლიგა 2-ის მატჩები ტრადიცულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრებსა და ეროვნული ნაკრების  ტექნიკურ ცენტრბასაზეგაიმართა.  უქმეებზე თბილისის მასშტაბით 26 მატჩი გაიმართა და თითოეული შეხვედრა საინტერესო გამოდგა.

ლიგა 1-  დებიუტანტი სნეპ პრემიუმი  ჩაუდგა სათავეში რომელმაც ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდი ნახაალოვკა დაამარცხა ანგარიშით 5-1 და მოაგროვა ჯამში 9 ქულა.  აქვე არის  მოყვარულთა ლიგის 2021 წლის ჩემპიონი ბასიანი რომელმაც  შაბათს  16 აპრილს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში მეთოფეები დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3-1  და ასევე 9 ქულა აქვს.  ისევ შესანიშნავად ასპარეზობს ამბასადორი, გუნდი რომელმაც ამ სეზონში სახელი შეიცვალა (გასულ სეზონში დიკა 2010-ის სახელით ასპარეზობდა) მათ ამ ტურში შევარდენი 2019 დაამარცხეს 3-0 და 9 ქულით ზემოთ ხსენებულ ორ გუნდთან ერთად ლიდერობენ თბილისის ლიგა 1-

რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, მას ბასიანის შემტევი ლადო ხიდეშელი ლიდერობს 6 გოლით

ასევე იხილეთ მე-3 ტურის თბილისის ლიგა 1 ის სიმბოლური გუნდი

რაც შეეხება ლიგა 2-ს აქ ორივე ჯგუფში ძალიან ბევრი გუნდია რომელმაც მოახერხა საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმის  მოგროვება.

ლიგა 2 -ის  ა ჯგუფში უდანაკარგოს ასპარეზობენ  თბილისი სითი, ალჯამილ, გარისი, ქომაგები და თბილისი 2019

ბ ჯგუფში უდანაკარგოდ ასპარეზობენ შავნაბადა, დიღომი, გალაქტიკო, ჯითისი და რუსთავის ოლიმპი

რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, აქ 8 გოლით შავნაბადას თავდამსხმელი იაშა ქობალია ლიდერობს

ასევე იხილეთ თბილისის ლიგა 2-ის II ტურის სიმბოლური გუნდი

თბილისის ლიგის შემდეგი ტური სააღდგომო ერთ კვირიანი შესვენების შემდეგ, 30 აპრილსა და 1 მაისისს გაიმართება. შეხვედრებს ისევ გლდანის, ვარკეთილის, ვაკის და ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრები უმასპინძლებენ.

ასევე მატჩების ნაწილი გაიმართება  საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე.

სპონსორები და პარტნიოები