STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

მოყვარულთა ლიგის 2022 სეზონი ბასას გამარჯვებით დაიწყო!

მოყვარულთა ლიგის მე-7 სეზონი უკრაინისადმი სოლიდარობით დაიწყო.

თბილისის ლიგა 1-ის პირველი შეხვედრა გლდანის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა სადაც ერთმანეთს დებიუტანტი „პანენკა“ და წინა გათამაშების გამარჯვებული „ბასა“ შეხვდნენ.

მატჩი „ბასას“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში თორნიკე ბათირაშვილმა გახსნა. „პანენკადან“ გიორგი ენუქიძემ გათანაბრება მოახერხა, თუმცა ედგარ კარაზიანმა მეორე ტაიმის მიწურულს საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და საკუთარ გუნდს პირველი სამი ქულა მოუტანა.

პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.

სპონსორები და პარტნიოები