STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

თბილისის ლიგის ახალი სეზონი პირველ აპრილს ინოვაციებით დაიწყება

თბილისის ლიგა 1  -ის  პირველი  ტურს ლიგის ჩემპიონი ბასა " და  დებიუტანტი ,, პანენკა " გახსნიან. გუნდები ერთმანეთს გლდანში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე დაუპირისპირდებიან.

მატჩი სტარტს ზუსტად 21:00 საათზე აიღებს.

აღსანიშნავია, რომ  ,,ბასა"- მ და  ,,პანენკა" - მ გასული სეზონის შემდეგ  გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეს და ახალ სეზონს ამბიციურად ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ,, ბასა “ - მ შარშანდელ სეზონში 52 ქულა დააგროვა და  ჩემპიონატი უახლოეს მდევარ ვაკესთან 8 ქულიანი სხვაობით დაამთავრა.  ჩემპიონს ასევე შესანიშნავი ბურთების შეფარდება ჰქონდა, მათ 71 გოლი გაიტანეს  და საკუთარ კარში მხოლოდ  15 მიიღეს.

რაც შეეხება ,,პანენკა“ - ს, 2021 წლის სეზონში  გუნდმა  ლიგა 2-ის ,,ბ” ჯგუფში , „სნეპ- პრემიუმთან“ ერთად მოახერხა ლიგა 1-ის საგზურის მოპოვება. ამ გუნდის ფეხბურთელი ჯაბა ჯიბლაძე კი გასულ სეზონში თბილისის ლიგა -2 ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მიმდინარე სეზონში მატჩებს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრები უმასპინძლებენ – ვარკეთილის, გლდანის, ნუცუბის, ვაკის, ასევე საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ბაზა „ბასა“.

გლდანის საფეხბურთო ცენტრი გახსნისთი მატჩის გარდა  კიდევ სამ შეხვედრას უმასპინძლებს:

,, შევარდენი “ მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულ „ბასიანს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა   3 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება.

 თბილისის ლიგის ვიცე-ჩემპიონი  ,, ვაკე “  ლიგის ისტორიულ გუნდს ,, სეუ “ - ს  ასევე 3 აპრილს  18:00 საათზე დაუპირისპირდება.

ბოლო მატჩი კი  დებიუტანტ „სნეპ პრემიუმსა“ და „კოლხეთს“ შორის  საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება სხვა მატჩებს - პირველ ტურში, ვაკის საფეხბურთო ცენტრი ორ მატჩს უმასპინძლებს:

3 აპრილს  “ გრასრუტი”  დებიუტანტ “კოლხს” დაუპირისპირდება 17:00 საათზე

ხოლო  თბილისის ლიგის 2016 წლის ჩემპიონი კვარტალი ლიგის დიდი ხნის ბინადარ    ტიფლისს- 19:30 ზე შეერკინება.

ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი ამ ტურში სულ 3 მატჩს უმასპინძლებს:

სახეცვლილი ,, უქიმერიონ 1960”, რომელიც მიმდინარე სეზონში „სტრადას“ სახელით გამოდის- თბილისის ლიგის ერთ- ერთ ყველაზე ისტორიულ  მონაწილეს ,, ნახალოვკა “- ს დაუპირსიპირდება. თამაში 3 აპრილს 14:00 საათზე გაიმართება.

დებიუტანტი ,, ღამურა “  მეთოფეებს 3 აპრილს 19:00 საათზე დაუპირისპირდება.

ხოლო   გულშემატკივრებით ცნობილი „აფხაზეთის“ გუნდი  სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ „ვარკეთილთან“ მატჩს  საღამოს 17:00 საათზე გამართავს.

აღსანიშნავია, რომ  თბილისის ლიგის პირველი ტურის ყველა მატჩის გადაღება მოხდება  ინოვაციური  ვიო კამერით. მატჩების ჩანაწერის ხილვა შესაძლებელი იქნება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის  Youtube- არხზე, ასვეე მატჩის მიმოხილვები  განთავსდება  ასოციაციის ოფიციალურ ვებ- გვერდზე.

ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ასოციაცია შეძლებს, გულშემატკივრებს შესთავაზოს აბსოლუტურად ყველა მატჩის ვიდეო  გაშუქება.

 

სპონსორები და პარტნიოები